This is a specific ad

ამ კომპონენტში საუკეთესოა – ევროს ოქროს ბუცს მაინც მიქაუტაძე იღებს

67

Another advertisement

გუშინ ნიდერლანდებისა და თურქეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ევრო 2024-ზე ბოლო 1/4-ფინალური დაპირისპირება გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში რონალდ კუმანის გუნდმა 2:1 მოიგო.

თავდაპირველი ვერსიით ნიდერლანდების მეორე გატანილი გოლი კოდი გაკპოს ჩაუთვალეს, რომელსაც ამ გოლამდე 3 ბურთი უკვე ჰქონდა გატანილი, თუმცა უეფამ მოგვიანებით ოქმში შესწორება შეიტანა და გაკპოს გოლი თურქეთის ნაკრების მცველს, კერძოდ მერთ მულდურს ავტოგოლად ჩაუთვალა. შესაბამისად, კოდი გაკპოს კვლავ 3 გოლი დარჩა.

უახლესი მონაცემების მიხედვით, ტურნირის ბომბარდირთა დავას გიორგი მიქაუტაძე და კოდი გაკპო ერთდროულად ლიდერობენ, რის გამოც ევრო 2024-ის ბომბარდირის წოდება გადაეცემა როგორც ერთს, ისე მეორეს, თუმცა უეფას წესებით ოქროს ბუცს მხოლოდ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიიღებს.

გიორგის და გაკპოს გოლებისა და საგოლე პასების კომპონენტებში სრული თანაფარდობა აქვთ (გოლი 3, ასისტი კი 1), თუმცა მიქაუტაძეს უფრო ნაკლები წუთი აქვს ნათამაშები, უეფას წესების მიხედვით კი ოქროს ბუცი თანაფარდობის შემთხვევაში სწორედ იმას გადაეცემა, ვინც რაოდენობრივად უფრო ნაკლები ითამაშა.

ამდენად, თუ ინგლისის წინააღმდეგ ნახევარფინალში გაკპო ვერანაირ საგოლე კონტრიბუციას ვერ მიიწერს, მაშინ ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში დაწინაურებული კვლავ გიორგი მიქაუტაძე დარჩება და ქართული ფეხბურთი მორიგი ისტორიის დაწერას კიდევ უფრო მიუახლოვდება!

Kateqoriya: İdman, Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcüstanda ilk günəş elektrik stansiyasının göl üzərində tikilməsinin səbəbi nədir?
Öncəki yazı
Rusiyada 2 milyon dollar müqabilində təyyarəni Ukraynaya qaçırmaq cəhdinin qarşısı alınıb