This is a specific ad

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: კატეგორიულად ვგმობთ ენტონი ბლინკენის მიკერძოებულ განცხადებას – ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ახალი ადმინისტრაციის დროს აღდგება

30

Another advertisement

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და უარვყოფთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიკერძოებულ განცხადებას, რომელიც ამახინჯებს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და მიზნად ისახავს აზერბაიჯანის სასამართლო პროცესებში ჩარევას, – განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„სამწუხაროდ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ენტონი ბლინკენის ხელმძღვანელობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, აღნიშნული პერიოდი აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებისთვის დაკარგულ წლებად ითვლება, რომელიც წინა წლებში მეგობრობითა და თანამშრომლობით გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ ენტონი ბლინკენის ორმაგმა სტანდარტებმა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ვითარებასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის პარალიზება მოახდინა. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ახალი ადმინისტრაციის დროს აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ მზარდი რეპრესიების გამო.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
მკვლელობა მეტროში – ცნობილია პირის ვინაობა, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა
Öncəki yazı
გია ვოლსკი – ჩამოსულია პოლიტიკური ჯგუფი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ასაღორძინებლად, იდეა ერთია, საქართველო დასანქცირდეს და ყველაფერს შეუქცევადი ხასიათი მიეცეს, მაგრამ ეს გეგმაც ჩაიშლება