Another advertisement
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში ( ყოფ. ქოჩულო) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
“Qafqazturk” -ის ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი დაიღუპა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება