This is a specific ad

York Holding Group-ი წიგნის „კვარას საქართველოს“ მხარდამჭერია

14

Another advertisement

ინვესტიციების მართვის საერთაშორისო ჰოლდინგი York Holding Group-ი წიგნის „კვარას საქართველოს“ მხარდამჭერია, წიგნი ამ დროისთვის იტალიურ ენაზე ითარგმნება.

წიგნი, რომლის ავტორის გიორგი კეკელიძეა, ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას განვლილ გზასა და მის ქვეყანაზე – საქართველოზე გვიამბობს.

აღსანიშნავია, რომ York Holding Group-ი წარმოადგენს მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიას, რომელიც თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში აქტიურადაა ჩართული საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებისა და ღონისძიებების მხარდაჭერაში.ხვიჩა კვარაცხელია 2001 წელს დაიბადა. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველია. კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია, Transfermarkt.com-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მისი სატრანსფერო ღირებულებს 85 მლნ ევროს შეადგენს, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 60 მლნ ევრო იყო.ცნობისათვის, York Holding Group წარმოადგენს ინვესტიციების მართვის საერთაშორისო ჰოლდინგს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილია, საინვესტიციო, უძრავი ქონების დეველოპერული, სამშენებლო და უძრავი ქონების მართვის კომპანიებით. კომპანია წარმოდგენილია 3 კონტინენტზე, 9 ქვეყანაში, სათაო ოფისით საქართველოში

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
კახა კალაძე – კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ – ოთარ იოსელიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის
Öncəki yazı
ქართული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი იზრდება