This is a specific ad

Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

29

Another advertisement

ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო. ცნობილ ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე  საქართველოს, თბილისისა და ბათუმის  მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

https://wanderlustmagazine.typeform.com/to/QUOKskBQ?typeform-source=app.adestra.com
ხმის მიცემა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ნომინაციაში ყველაზე სასურველ ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისი და ბათუმი ევროპის 39 ქალაქს შორისაა.

გამარჯვებულ ტურისტულ ქვეყნებსა და ქალაქებს სპეციალურ ცერემონიალზე  6 ნოემბერს დაასახელებენ.
Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ.

Wanderlust-მა 2022 წელს საქართველოს ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დაასახელა.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.

Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს  ტურისტული მიმართულებების შესახებ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქონებრივი დავის გამო, ბავშვობის მეგობარი დანით მოკლა – ბრალდებული ციხეში 10 წელს გაატარებს
Öncəki yazı
გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს – აშშ-ის საელჩო