This is a specific ad

Volkswagen-ი საკუთარ ელექტრომობილებში Tesla-ს დამუხტვის სტანდარტს ნერგავს

57

Another advertisement

გერმანული Volkswagen-ის (VW) ელექტრომობილები, ისევე როგორც მასში შემავალი Audi, Porsche და Scout Motors-ი, Tesla-ს მიერ შემუშავებულ დამუხტვის სტანდარტს (North American Charging Standard, NACS) მხარს 2025 წლიდან დაუჭერენ. ამის შესახებ VW-ის განცხადებაშია აღნიშნული. 

Volkswagen, Audi, Porsche და Scout Motors ასევე მუშაობენ ადაპტერებზე არსებული მანქანებისთვის, რომლებსაც Combined Charging System-ის (CCS) მხარდაჭერა ექნებათ. 

ამ ზომების წყალობით, ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ წვდომა Tesla Supercharger-ის ქსელში 15 ათასზე მეტ დამტენ სადგურზე. ჩრდილოეთ ამერიკაში მათ უკვე აქვთ წვდომა 3,8 ათასზე მეტ სწრაფი დამუხტვის Electrify America-ს და Electrify Canada-ს სადგურზე

მანამდე NACS სტანდარტზე გადასვლის გეგმების შესახებ განაცხადეს General Motors-მა, Mercedes-Benz-მა, Ford-მა, Nissan-მა, Honda-მ, Kia-მ, Jaguar-მა და Fisker-მა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ყავა
Öncəki yazı
დაალბეთ მაწონში შვრია და დაუმატეთ ეს პროდუქტები… – მარი მალაზონია იდეალური საუზმისთვის პროდუქტების კომბინაციებს ასახელებს