This is a specific ad

The Telegraph: სტარმერი და მაკრონი შეეცდებიან დაარწმუნონ ბაიდენი, რომ მან უკრაინას ნება დართოს გამოიყენოს შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე

24

Another advertisement

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან და შეეცდებიან დაარწმუნონ ის, რომ მან უკრაინას ნება დართოს გამოიყენოს შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტარმერი და მაკრონი ბაიდენს დღეს უნდა შეხვდნენ. მათ სურთ, რომ ბაიდენმა რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების აკრძალვა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოხსნას. საუბარია ბრიტანული Storm Shadow ტიპის რაკეტებზე.

„ჩვენ ძალიან გვსურს დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ დრო 20 იანვრამდე [დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღამდე] და არ გადავდოთ ეს ყველაფერი მომდევნო ადმინისტრაციისთვის“, – განუცხადა გამოცემას წყარომ ბრიტანეთის მთავრობაში.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე თვეა უკრაინული მხარე ითხოვს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მას უფლება მისცენ შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

როგორც The Telegraph-ი იუწყება, დღესდღეობით უკრაინას შეუძლია რაკეტების გამოყენება რუსეთის მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე, უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგებული საჯარისო შენაერთების გასანადგურებლად. თუმცა საჯაროდ ამის შესახებ არ გაცხადებულა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან – სალომე ზურაბიშვილი
Öncəki yazı
„ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს