This is a specific ad

The Telegraph: პუტინი ტრამპის თანამდებობაზე მოსვლამდე, კურსკის დაბრუნებას ცდილობს

36

Another advertisement

რუსეთი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინელი ჯარისკაცებისგან კურსკის ოლქის გაწმენდას ცდილობს. სტატიას ამ შინაარსით The Telegraph-ი ავრცელებს.

“პუტინმა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას დაავალა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლონ და დაიწყონ შეტევა სუმის ოლქზე დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე” – წერს გამოცემა.

როგორც The Telegraph-ი აღნიშნავს, კრემლის ლიდერმა, 50 ათასი რუსი და ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო, უკრაინული ძალების წინააღმდეგ კურსკში გადაისროლა.

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშის თანახმად კი, უახლოეს დღეებში რუსეთი კურსკის მიმართულებით იერიშებს გააძლიერებს.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 14 პირი
Öncəki yazı
Abxaziyada Rusiya ilə investisiya sazişinin ratifikasiyasına qarşı çıxan bir neçə müxalifət nümayəndəsi həbs edilib