This is a specific ad

“Temu-ს პროდუქციის მხოლოდ მეოთხედი შეესაბამება უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს.”

74

Another advertisement

მხოლოდ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საცალო ვაჭრობის ჩინური პლატფორმა Temu მსოფლიომ გაიცნო, მაგრამ ის უკვე გახდა მეორე ყველაზე პოპულარული ონლაინ-მაღაზია დანიაში. იაფი და ხელმისაწვდომი საქონლის შესახებ წარმოადგენა რეალობას ყოველთვის არ შეესაბამება. დანიის მომხმარებელთა ასოციაციამ შეამოწმა Temu-ს 38 ისეთი პროდუქტი, როგორიცაა ელექტრონიკა, საბავშვო სათამაშოები და კოსმეტიკა. აღმოჩნდა, რომ მათგან მხოლოდ რვა აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს.

„ჩვენ, უბრალოდ, მოვუწოდებთ ხალხს, Temu-სგან არ იყიდონ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ელექტრონიკა, სათამაშოები და სამზარეულოს ჭურჭელი, ასევე კოსმეტიკა“, – ამბობს დანიის მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ესბენ გეისტი.

Temu-ში შეძენილი სახიფათო პროდუქტის მაგალითად მას ბავშვის საწოვარას სამაჯური მოჰყავს. უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებთან შედარებით, ის ძალიან გრძელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამაჯურის თოკი შეიძლება ბავშვს კისერზე შემოეხვიოს.

21 აგვისტოს საღამოს, სატელევიზიო ახალ ამბებში გავიდა ინტერვიუ დანიელ პენსიონერ ელიზაბეტ პერტოსთან, რომელიც Tema-ს მუდმივი მომხმარებელია. ის არ არის ერთადერთი, ვისაც საცალო ვაჭრობის ჩინურ გიგანტში შოპინგის დაუოკებელმა ცდუნებამ სძლია, რადგან ამ პლატფორმებზე საქონლის ასორტიმენტი უზარმაზარია, ფასები კი – დაბალი.

„მე იმ ადამიანთა თაობას ვეკუთვნი, რომლებიც თავს მიტოვებულად გრძნობდნენ. თუმცა, ახლა მცირე თანხით ბევრი რამის ყიდვა შემიძლია და ეს მომწონს“, – ამბობს პერტო, რომელიც დანიის მომხმარებელთა ასოციაციის გაფრთხილებებს დიდ ყურადღებას არ აქცევს.

„ყოველთვის არის რაღაც, რაც აკრძალულია. დღეს ეს შეიძლება ერთი რომელიმე პროდუქტი იყოს, ორ კვირაში კი – სულ სხვა“, – აცხადებს დანიელი პენსიონერი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს თანამდებობიდან ათავისუფლებს
Öncəki yazı
პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს