Another advertisement
დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტების შიშით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ცდილობს – ამ სათაურით სტატიას Reuters-ი აქვეყნებს.
სააგენტოს ცნობით, ევროპელ ლიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ თუ დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდება, ის ძირს გამოუთხრის რუსეთის იზოლაციისკენ მიმართულ დასავლურ ძალისხმევას.
Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები და დიპლომატები რამდენიმე ინიციატივას ამზადებენ იმისთვის, რომ ვაშინგტონის საგარეო კურსის ცვლილების შემთხვევაშიც, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ხანგრძლივი ვადით შენარჩუნდეს.