Another advertisement
ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელმა საჰაერო იერიში ქალაქ ღაზაში მდებარე დარაჯის გარეუბანზე განახორციელა. ერთი სახლი მთლიანად განადგურდა. ავიაიერიშის შედეგად რამდენიმე სხვა სახლიც დაზიანდა.
ადგილობრივი მედიკოსების თქმით, 10 გარდაცვლილი ადამიანი ერთ სახლში ცხოვრობდა. საჰაერო დარტყმის გარდა ისრაელმა ქალაქ ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ტანკებიც გამოიყენა.
ებრაულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.