This is a specific ad

Reuters: ბორელს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება სურს

21

Another advertisement

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისრაელთან ღაზის სექტორში მიმდინარე სიტუაციის გამო პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო გაეცნო წერილს, რომელიც ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მისწერა. წერილში ბორელი შეშფოთებას გამოთქვამს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერილში აგრეთვე აღნიშნავს, რომ ისრაელმა დღემდე არ გაითვალისწინა ეს შეშფოთებები. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველად შემომაქვს წინადადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დებულების გამოყენებით შეაჩეროს პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან“, – წერს ბორელი.

ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუმცა დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც სააგენტო იუწყება, ევროპელი დიპლომატების ნაწილი ბორელის ამ ინიციატივას არ ეთანხმება. ერთ-ერთმა მათგანმა Reuters განუცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები გაკვირვებულები იყვნენ წინადადების არასათანადო მომზადების გამო.

ბორელის წინადადებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები 18 ნოემბერს განიხილავენ.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ ასრულებს
Öncəki yazı
ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების შემდეგ გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ობიექტურად უდგებიან საკითხებს, განცხადებებს აკეთებენ ფაქტებზე დაყრდნობით და არა პოლიტიკური გემოვნებით -არჩილ გორდულაძე