საქართველოსა და სომხეთში რუსები, გასულ ზაფხულთან შედარებით, ორჯერ უფრო ხშირად აპირებენ დასასვენებლად გაჩერებას.
ჯავშნების რაოდენობის მიხედვით წამყვანი საზაფხულო მიმართულებები სასტუმროების ონლაინ-გაქირავების სერვისმა, Ostrovok.ru-მ შეისწავლა და გამოაქვეყნა.
ამასთან, რუსულ ონლაინ-სერვისს ტრადიციულად აფხაზეთი ცალკე მიმართულებად აქვს დასახელებული, რომელიც რუსებისთვის საზაფხულო ტურისტული მოგზაურობის ყველაზე პოპულარული მიმართულებების ტოპ 15-ეულში არის შეყვანილი. სია ასეთია: ბელარუსი, თურქეთი, აფხაზეთი, სომხეთი, იტალია, საქართველო, საფრანგეთი, ტაილანდი, ესპანეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი და ჩინეთი.
ონლაინ-სერვისის მონაცემებით, განსაკუთრებით, ანუ ოთხჯერ არის გაზრდილი მოთხოვნა აზერბაიჯანზე. მთლიანობაში დსთ-ის (პოსტსაბჭოთა) სივრცის ქვეყნები Ostrovok.ru-ზე საზაფხულო დაჯავშნების რაოდენობით რუსებისთვის წამყვან მიმართულებად რჩებიან.
მათი წილი საზღვარგარეთის სასტუმროების მთლიანი ჯავშნებიდან 51%-ს შეადგენს.რაც შეეხება ფასებს, ონლაინ-სერვისის მონაცემებით, ზოგადად საზღვარგარეთის სასტუმროებში ღამის დაჯავშნის საშუალო ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წლევანდელ ზაფხულს 16%-ით, 8,1 ათას რუბლამდე (93 დოლარამდე) გაიზარდა.პოსტსაბოჭოთა სივრცის ყველაზე ბიუჯეტური (იაფი) ჯავშნების მიხედვით Ostrovok.ru-ზე საქართველო მე-3, აფხაზეთი კი უზბეკეთთან ერთად მე-4 ადგილზე არის დასახელებული.
კერძოდ, დღე-ღამის ყველაზე იაფი საშუალო ფასები ასეთია:ყირგიზეთში – 4,4 ათასი რუბლი (51 დოლარი)ბელარუსში – 4,9 ათასი რუბლი (56 დოლარი)საქართველოში – 5, 3 ათასი რუბლი (61 დოლარი)უზბეკეთსა და აფხაზეთში – 5,5 ათასი რუბლი (63 დოლარი)ყაზახეთში – 6,4 ათასი რუბლი (74 დოლარი)სომხეთში – 6,6 ათასი რუბლი (76 დოლარი)აზერბაიჯანში – 6,7 ათასი რუბლი (77 დოლარი)