Another advertisement
მარნეული, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, 22-25 აგვისტოს საერთაშორისო ფესტივალს „One Caucasus“ მეათედ უმასპინძლებს.
ტრადიციად ქცეული ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ , ყველაზე ფართომასშტაბიანი უფასო ინტერდისციპლინური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, პედაგოგებს და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან.
ფესტივალის მთავარ მიზანს ახალგაზრდების თანამშრომლობის წახალისებისთვის შთამაგონებელი სივრცის შექმნა წარმოადგენს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს:
22 აგვისტო:
18:00 – კინოპროგრამა, საბავშვო ზონა, არტ გალერეა, ვორქშოფები, თამაშები
19:30 – ცეკვის პროგრამა
20:00 – კონცერტები: იადგარი (საქართველო), გურამ მაჭავარიანის კვარტეტი (საქართველო), გაბო გაბანი (მექსიკა), ჩვენებურები X შაბან მამედოვი (საქართველო), DJ არკანი (საქართველო)
23 აგვისტო:
18:00 – კინოპროგრამა, საბავშვო ზონა, არტ გალერეა, ვორქშოფები, თამაშები
19:30 – ცეკვის პროგრამა: ალექსანდრა ლემბა (კონგო/პოლონეთი) X სამება (საქართველო)
20:00 – კონცერტები: ტიმოთი მერკელი (აშშ), პაულო X ნაჩო(ბრაზილია/ესპანეთი), LIFELINE CHOIR (ნიგერია), სუზი სირაკი (სომხეთი), მაია აზიზი(აზერბაიჯანი), აიზკ როვშანი (აზერბაიჯანი)
24 აგვისტო:
10:00 – წერაქვის ველო-ტური
18:00 – კინოპროგრამა, საბავშვო ზონა, არტ გალერეა, ვორქშოფები, თამაშები
19:30 – ცეკვის პროგრამა: ალექსანდრა ლემბა (კონგო/პოლონეთი), X სამება (საქართველო)
20:00 – კონცერტები: FLOWGUARDZ (სომხეთი), მარულა (საქართველო), ALTSIGHT (სომხეთი), მაია აზიზი(აზერბაიჯანი), აიზკ როვშანი (აზერბაიჯანი)
25 აგვისტო:
18:00 – კინოპროგრამა, საბავშვო ზონა, არტ გალერეა, ვორქშოფები, თამაშები
19:30 – ცეკვის პროგრამა
20:00 – STONECULT (საქართველო), OPLA (პოლონეთი), ოლა ბილინსკა (პოლონეთი), პაკო სარი (სენეგალი), X TBILISI HORNS (საქართველო), NIKOS BUDI (პოლონეთი)
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მოემსახურება უფასო ავტობუსები
დრო: 17:00 საათიდან (გასვლა), 22:00 საათი (დაბრუნება)
ლოკაცია: მერიის მიმდებარე ტერიტორია
დასწრება თავისუფალია!