This is a specific ad

NATO-მ ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები დაიწყო

28

Another advertisement

NATO-მ ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები დაიწყო. სწავლებაში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მონაწილეობას 2 000 სამხედრო მიიღებს.

დღეს, ალიანსის 8 ქვეყნის ავია-ბაზებზე 60 სხვადასხვა თვითმფრინავია მობილიზებული. მათ შორის, თანამედროვე ავია გამანადგურებლები, რომელთაც ატომური ბომბის გადატანა შეუძლიათ. “მდგრადი შუადღე” – ასეთი სახელწოდებით იმართება ყოველწლიური წვრთნები.

NATO-ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სწავლება არ წარმოადგენს, უკრაინაზე განხორციელებული რუსული აგრესიის პასუხს, თუმცა წევრი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებით, მოსკოვმა ევროპიდან მკაფიო სიგნალი უნდა მიიღოს, რომ ალიანსი მზად არის თავდაცვისთვის.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
NATO illik nüvə təliminə başlayır
Öncəki yazı
ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ვერ შეიძინა