Ge/Az მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

1

სადღესასწაულო ღონისძიება სადახლოს N1 საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი როვშან ისკანდაროვი, საკრებულოს წევრი აიაზ ხუდიევი, სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
✨სკოლის ეზო სადღესასწაულოდ იყო მორთული. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ტრადიციული კერძებისა და ტკბილეულის კუთხე, ასევე წარმოდგენილი იყო ძაფის დართვისა და „ფეტირის” (აზერბაიჯანული ლავაში) მომზადების მასტერკლასი.
დამსწრე საზოგადოების განწყობაზე აშუღები, გაზაფხულის გოგონა,
ქოსა და ქეჩალი ზრუნავდნენ. გარდა ამისა გაიმართა შეიჯიბრი ჭიდაობაში.
🎊სადღესასწაულო ღონისძიება მოსწავლეების მიერ მომზადებული ნაციონალური ცეკვებით, სიმღერებითა და წარმოდგენებით დასრულდა.
🌸Marneuli Munisipalitetinin Sadaxlı kəndində Novruz Bayramını qeyd ediblər.
💫Bayram tədbiri Sadaxlının 1 nömrəli dövlət məktəbinin həyətində keçirilib. Tədbirdə Marneuli Munisipalitetinin Sakrebulo sədri Amiran Qiorqadze, Marneuli Munisipalitetinin meri Kənan Ömərov, Sakrebulo sədrinin müavini, Sadaxlının majoritar deputatı Rövşən İskəndərov, Sakrebulonun üzvü Ayaz Xudiyev, məktəbin şagirdləri, onların valideynləri və yerli sakinlər iştirak edirdilər.
✨Məktəbin həyəti bayramsayağı bəzədilmişdi. Tədbir çərçivəsində ənənəvi yeməklər və şirniyyatlar guşəsi təşkil olunub, həmçinin, sapın dolanması və fətirin (Azərbaycan lavaşının) hazırlanması üzrə ustad dərsi təqdim olunmuşdu.İştirak edən ictimaiyyətin əhval-ruhiyyəsinin qeydinə aşıqlar, Bahar Qız, Kosa və Keçəl qalırdılar. Bundan əlavə, güləş üzrə yarış keçirilib.
🎊Bayram tədbiri şagirdlərin hazırladıqları milli rəqslər, mahnılar və tamaşalarla başa çatıb.
0
0
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი პენსიონერია
Öncəki yazı
5 საინტერესო ფაქტი ნოვრუზის შესახებ