This is a specific ad

Forbes: ვაშინგტონში კაპიტოლიუმისა და სხვა სახელმწიფო უწყებების გარშემო არჩევნების გამო რკინის ჯებირებს დგამენ

29

Another advertisement

აშშ-ის კაპიტოლიუმი, თეთრი სახლი, ფინანსთა სამინისტრო და ვიცე-პრეზიდენტის ვაშინგტონის რეზიდენცია იმ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალია, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების გამო რკინის ჯებირები აღმართეს. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამთავრობო შენობების გარშემო აღმართულია რვა ფუტის სიმაღლის რკინის ჯებირები, რომელზეც აძრომა შეუძლებელია, ხოლო კაპიტოლიუმის ველო ბილიკი შემოსაზღვრულია ბანერებით წარწერით „პოლიციის ზოლი. ნუ გადაკვეთ“.

ხელისუფლებამ რკინის ჯებირები აგრეთვე აღმართა ჰოვარდის უნივერსიტეტის გარშემო, სადაც „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სწავლობდა. იქ არჩევნების ღამეს საარჩევნო შტაბი იქნება, სადაც ჰარისი პირველადი შედეგების გამოქვეყნებას დააკვირდება.

უნივერსიტეტის გარშემო განლაგებული ქუჩებიც გადაკეტილია პოლიციის მიერ. საკუთარი ფანჯრები არეულობის მოლოდინში ჩარაზეს კერძო ბიზნესის მფლობელებმა და მაღაზიებმა.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, რკინის ჯებირები დამონტაჟდება ფლორიდაში, უესტ ფალმ ბიჩში, სადაც „რესპუბლიკელების“ კანდიდატი დონალდ ტრამპი საარჩევნო შტაბის წევრებთან ერთად შედეგების გამოცხადებას დაელოდება. კოლუმბიის ოლქის პოლიციის განცხადებით, მათ მოსალოდნელი არეულობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
რბოლა ჯერ არ დასრულებულა, თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს – კამალა ჰარისი
Öncəki yazı
თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს