This is a specific ad

DW: NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი უკრაინას ტერიტორიებზე დროებით უარის თქმას სთავაზობს

21

Another advertisement

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას ომის სწრაფი დასრულებისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა მოუწევს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა სამუდამოდ იტყვის უარს ამ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენმდივნის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ კიევმა ტერიტორიების დროებითი დათმობით უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს – ნატოში წევრობა ან სხვა „შესაძლებლობები“, უკრაინელების მომარაგება იარაღით და მხარდაჭერა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი დანაკარგების გათვალისწინებით, სტოლტენბერგის თქმით, ის მხარს უჭერს ზელენსკის გადაწყვეტილებას არ წავიდეს ტერიტორიების დათმობაზე ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუმცა ფიქრობს, რომ დღევანდელ პირობებში ეს რთულად მისაღწევია.

Sonrakı yazı
ლიონში, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს – ზარალი 200 000 ევროს შეადგენს
Öncəki yazı
ფინანსური პრობლემების გაჩენა მოსალოდნელი არ არის, რადგან აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში არ ყოფილა გათვალისწინებული ისეთი რეგულაციები, რაც უკეთეს შესაძლებლობებს აძლევდა ჩვენს მოქალაქეებს – მიხეილ სარჯველაძე