This is a specific ad

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები მეათედ დააჯილდოვა

48

Another advertisement

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!” უკვე მეათედ, წარმატებით ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს, რომელთა ნამუშევრებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, უნდა წარმოედგინათ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულებს ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზები გადასცა.შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!” ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი ექვსჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და სულ 700-მდე მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პარალელურად, ComCom-მა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 170-მდე სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 3700-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
MİT PKK-nın daha bir “rəhbər şəxs”ini zərərsizləşdirdi
Öncəki yazı
შობას ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს – პრეზიდენტი