ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში, CENN აცხადებს კონკურსს 18-30 წლის ახალგაზრდებისათვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან სამოქალაქო მონაწილეობის 6-თვიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
სამოქალაქო მონაწილეობის სასწავლო პროგრამის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს ახალგაზრდებს ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებით როგორიცაა, პროექტების წერა, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ადვოკატირება, რესურსების მობილიზება და სხვა. ისინი იმუშავებენ მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად და შეიმუშავებენ პროექტებს.
პროგრამა შედგება 4 ნაწილისაგან:
სამოქალაქო განათლების ბანაკი: 31 ივლისი – 4 აგვისტო, 2023;
მენტორინგი: სექტემბერი-ოქტომბერი, 2023;
პროექტების დაფინანსება და განხორციელება: ოქტომბერი, 2023 – თებერვალი, 2024;
შემაჯამებელი ვორქშოფი: მარტი, 2024;
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული და მოტივირებული არიან, აქტიურად იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე.
პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://drive.google.com/…/1gUVzQ4RFalu9XR5dKzN…/view…
საკონკურსო აპლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/pJCLbvGhmQVuRNTU7
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ივლისი, 00:00 სთ.
გისურვებთ წარმატებას!