CENN აცხადებს კონკურსს 18-30 წლის ახალგაზრდებისათვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან სამოქალაქო მონაწილეობის 6-თვიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

1

📣🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში, CENN აცხადებს კონკურსს 18-30 წლის ახალგაზრდებისათვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან სამოქალაქო მონაწილეობის 6-თვიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

🔹სამოქალაქო მონაწილეობის სასწავლო პროგრამის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს ახალგაზრდებს ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში.

🔹პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებით როგორიცაა, პროექტების წერა, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ადვოკატირება, რესურსების მობილიზება და სხვა. ისინი იმუშავებენ მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად და შეიმუშავებენ პროექტებს.

⬇ პროგრამა შედგება 4 ნაწილისაგან:

✅ სამოქალაქო განათლების ბანაკი: 31 ივლისი – 4 აგვისტო, 2023;
✅ მენტორინგი: სექტემბერი-ოქტომბერი, 2023;
✅ პროექტების დაფინანსება და განხორციელება: ოქტომბერი, 2023 – თებერვალი, 2024;
✅ შემაჯამებელი ვორქშოფი: მარტი, 2024;

ℹ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული და მოტივირებული არიან, აქტიურად იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე.

📎 პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://drive.google.com/…/1gUVzQ4RFalu9XR5dKzN…/view…

📎 საკონკურსო აპლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/pJCLbvGhmQVuRNTU7

⏳ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ივლისი, 00:00 სთ.

გისურვებთ წარმატებას!

0
0
Sonrakı yazı
Marneuli bələdiyyəsində, Qırmızı Körpü ərazisində kilsə tikiləcək – ƏTRAFLI
Öncəki yazı
Qoridə gənc oğlanın meyiti tapılıb