This is a specific ad

Bild: რუსეთის ჯარი უკრაინის ქალაქ კურახოვოს მიუახლოვდა

26

Another advertisement

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კურახოვოს მიუახლოვდა და მისი შესასვლელიდან ორ კილომეტრში განლაგდა. ინფორმაციას გამოცემა Bild-ის ანალიტიკოსი იულიან რიოპკე ავრცელებს.

მისი თქმით, ის რამდენიმე ხნის წინ ჩავიდა კურახოვოში, სადაც ერთ დროს 18 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა მაშინ რუსები ქალაქიდან რვა კილომეტრში იყვნენ.

ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის ჯარმა გარღვევა მოახერხა, დაიპყრო დაბა ოსტროვსკოე და კურახოვის წყალსაცავის ნაპირებთან გავიდა. დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსული არმია წინსვლას განაგრძობს.

2 ოქტომბერს რუსეთის ჯარმა უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი უგლედარი დაიკავა.

Sonrakı yazı
“თოვლი, ძლიერი ქარი, სეტყვა…” – ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
Öncəki yazı
ტრამპის განცხადებით, პუტინი მას უკრაინაში შეჭრის შესახებ აფრთხილებდა