This is a specific ad

Baykar დრონების წარმოებისთვის, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

52

Another advertisement

თურქული კომპანია Baykar, რომელიც Bayraktar TB-2 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

განცხადება ამის შესახებ მისმა ხელმძღვანელმა ჰალუკ ბაირაქტარმა კიევში გამართულ ფორუმზე გააკეთა.

ბიზნესმენის თქმით, თურქული დრონების წარმოების ქარხანა კიევში წელიწადნახევარში აშენდება და იქ 300 ადამიანი დასაქმდება.

უკრაინაში ბაირაქტარების წარმოების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გაფორმდა. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მას ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თურქეთის ხელისუფლებამ კი Baykar-ს უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია 2023 წლის ივნისში მისცა.უკრაინაში წარმოებული დრონები, ასევე უკრაინული წარმოების ძრავებით აღიჭურვება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი” – ცესკო.
Öncəki yazı
Türkiyə Ukraynaya 100 milyon dollar investisiya yatıracaq