B2 ვიტამინი არის აუცილებელი მიკროელემენტი, რომელიც ეხმარება უჯრედებს განვითარებასა და მუშაობაში. ნაწლავის მიკრობიომში არსებული სასარგებლო ბაქტერიები ქმნიან მცირე რაოდენობით რიბოფლავინს. მაგრამ, ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის მეტი სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველდღიურად მიიღოთ B ვიტამინის საკმარისი რაოდენობა საკვებიდან. ორგანიზმს B2 ვიტამინი საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების დასაშლელად სჭირდება. ეს პროცესი ეხმარება უჯრედებს ფუნქციონირებისთვის და საჭირო ენერგიის მისაღებად. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ B2 ვიტამინი ასევე გვთავაზობს ჯანმრთელობის ოთხ სარგებელს: ამცირებს შაკიკის სიმპტომებს მკვლევარები თვლიან, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი რიბოფლავინს, მიტოქონდრიის უჯრედების ფუნქციასა და შაკიკს შორის. მიტოქონდრია არის ენერგიის შემქმნელი. რიბოფლავინს ასევე შეუძლია შეამსუბუქოს სტრესი და შეამციროს ნერვის ანთება. ერთ – ერთ კვლევაში, ადამიანებს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში იღებდნენ B2 ვიტამინს ყოველთვიურად ნაკლებად ჰქონდათ შაკიკის ეპიზოდები ვიდრე მათ, ვინც იღებდა პლაცებოს.
-