This is a specific ad

AIPA-ს 44-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

46

Another advertisement

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) 44-ე გენერალურ ასამბლეაზე შეხვედრებს აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიალოგის ფორმატში, AIPA-ს წევრი პარლამენტების (ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, მალაიზია, ლაოსი, სინგაპური, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი) წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

„ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ასევე, AIPA-ს გენერალურ მდივანთან, სიტი რაჰმანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. ნიკოლოზ სამხარაძემ გენერალურ მდივანს საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოსა და AIPA-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Kateqoriya: İqtisadiyyat
Sonrakı yazı
Kim Çen In silahlı qüvvələri müharibəyə hazırlaşmağa çağırıb
Öncəki yazı
AİPA-nın 44-cü Baş Assambleyasında Gürcüstan və Şərqi Asiya ölkələri arasında gələcək əməkdaşlıq məsələləri müzakirə edilib