ინგრედიენტები:
კარაქი-20 გ,
კვერცხი -3ც
გახეხილი ყველი-180 გ
ფქვილი 600გ
რძე 200 მლ
ზეთი -1 სკ
საფუარი 12 გ
შაქარი 1ჩკ
მარილი 1ჩ/კ
ფქვილში საფუარი, შაქარი და მარილი და დავასხათ რძე, მოვზილოთ ნაზი ცომი და ვაცალოთ ამოფუება. შემდეგ გავაბრტყელოთ მრგვალად. შემოვახვიოთ ორივე მხრიდან და წვეროები შევუკრათ, მივცეთ ნავის ფორმა, წავუსვათ ამ ნავებს კვერცხის გული. ყველს დავამატოთ ერთი კვერცხი და ეს მასა გავანაწილოთ ნავის ფორმაში.
შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ცოტა რომ შეწითლდება გამოვიღოთ ღუმელიდან, დანით ხაჭაპურის გულში გავაკეთოთ ჩაღრმავება და შიგ უმი კვერცხი მოვათავსოთ, შევაბრუნოთ ღუმელში 5 წუთი, სანამ ცილა შეიკვრება.
გამომცხვარი ხაჭაპური გამოვიღოთ ღუმელიდან, დავადოთ ზემოდან კარაქის ნაჭერი და მივირთვათ გემრიელად.