This is a specific ad

ცნობილია, როდემდე აიკრძალა საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი

13

Another advertisement

საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი დროებით აიკრძალა.

კერძოდ, 27 ივნისს ცვლილება შევიდა „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში .

ცვლილების მიხედვით, 2026 წლის 1 მაისამდე შეჩერდა ზემოაღნიშნული დადგენილების დანართი „ბ“ – „საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხით“ განსაზღვრული შემდეგი კოდების მოქმედება:

A2030 − კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა;

B1130 − კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები;

16 08 01 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07-ისა)16 08 07* − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით.

შესაბამისად, დღეიდან ცვლილებაში აღნიშნული კოდების მოქმედების შეჩერების ვადამდე (01.05.2026 წელი) იზღუდება კატალიზატორების ექსპორტი. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილება არ ეხება 2023 წლის 1 მაისამდე გაცემულ ნებართვებს.

ცვლილების სანახავად იხილეთ ბმული. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნოე მეგრელიშვილის ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან 700 000 კატალიზატორი იყო გატანილი.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
მუსლიმები დღეს მნიშვნელოვან – ღადირ ხუმის დღესასწაულს ზეიმობენ
Öncəki yazı
2024 წლის პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება