This is a specific ad

ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ტრიქინელოზის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

47

Another advertisement

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ტრიქინელოზის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

სააგენტო განმარტავს, რომ 3 ივლისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

პაციენტების განცხადებით, ისინი რეგულარულად ყიდულობდნენ ღორის ხორცს ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა 21 ივნისს არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ბიზნესოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); დარღვეულია ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესი, რის გამოც ინდმეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა – ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Kaxetidə oğul atasını öldürüb
Öncəki yazı
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს