Another advertisement
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელა.
ბოლნისში მოსული ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე წაიქცა კვიპაროსის ხე , რამაც გამოიწვია გზაზე მოძრავი ავტომობილის ტრაექტორიის შეცვლა და მისი დაზიანება.
ადგილზე მობილიზებული იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების და სამაშველო სამსახურები.
გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა, სამაშველო სამსახურათან ერთად გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს.