This is a specific ad

კენან ომაროვი ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას დაესწრო

90

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ “ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის მიმდინარეობისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართული ღონისძიების მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა და მათი მოსაზრებების მოსმენა იყო.

მარნეული ერთ-ერთია იმ 5 მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტით ისარგებლებს. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Marneuli meri Kənan Ömərov “Kvemo Kartli üzrə Tullantılarının İdarə Olunması” layihəsi çərçivəsində işgüzar görüşdə iştirak edib
Öncəki yazı
Mamxuti (Saraçlı) kəndində ehtiyaclı ailələrə qurban əti paylanılıb