Another advertisement
გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოებია.
ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე [ორ ლოტად] ხელშეკრულებები ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული.
დამატებით 15 მილიონი ლარი 8 ადგილზე ფერდის გამაგრებისთვის დაიხარჯება – ტენდერი გამოცხადებულია. კიდევ 9 ადგილზე იგივე სამუშაოებისთვის ცალკე ტენდერი უნდა გამოაცხადონ.