This is a specific ad

მარნეულის მერიამ 130 შეჭირვებულ ოჯახს შესაწირი დაურიგა

95

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის კენან ომაროვის ინიციატივით, 130 შეჭირვებულ ოჯახს, ტრადიციულად ყურბან-ბაირამის დღესასწაულისთვის შეწირული საქონლის ხორცი დაურიგდათ.

მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომას ზეიმობს. ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სამ დღეს გრძელდება.

„მუსლიმური სამყარო უდიდეს საღვთო დღესასწაულს „ყურბან ბაირამს“ აღნიშნავს. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, განსაკუთრებით კი ჩემს მარნეულელებს, ვულოცავ ყურბან-ბაირამს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას.“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Marneuli bələdiyyə məclisi növbədənkənar iclasını keçirib
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა