Another advertisement
მარნეულში, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ენგურის“ სოლო კონცერტი გაიმართა.
კონცერტს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი, თემურ შუბითიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კონცერტში მონაწილეობდნენ: მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლი – „ერა“ და მარნეულის კულტურის ცენტრის სოლისტი – შაბან მამედოვი.