დატბორილი სასაფლაოები და შხამ-ქიმიკატებით სავსე საცავები – უკრაინა ეპიდემიის აფეთქების ზღვარზე: კახოვკის ჰესის აფეთქების გამო საფრთხე შავ ზღვასაც ემუქრება?

44

Another advertisement

“ქუ­ჩე­ბი გა­და­იქ­ცა მდი­ნა­რე­ე­ბად, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ა­ნებს სახ­ლებ­სა თუ ეზო­ებ­ში გა­აჩ­ნდათ, ზე­მოთ ტივ­ტი­ვებს“, – ჰყვე­ბა რუ­სე­ბის მიერ კა­ხოვ­კის ელექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, ხერ­სო­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მელ­მაც დახ­რჩო­ბას რვა ადა­მი­ა­ნი, შვი­დი ძაღ­ლი და ერთი თუ­თი­ყუ­ში გა­და­არ­ჩი­ნა. ათო­ბით სო­ფე­ლი და ათა­სო­ბით სახ­ლი – ჯამ­ში კი ასო­ბით კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თო­ბი ჯერ ისევ წყალ­შია.

ეკო­ლო­გე­ბი და ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ წყალ­ში ბევ­რი სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა მოხ­ვდა, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა, მთე­ლი რიგი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი, ჰე­პა­ტი­ტი, ბო­ტუ­ლიზ­მი, ქო­ლე­რა და ჯილე­ხიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

  • ჰე­პა­ტი­ტი და ქო­ლე­რა

“ჩვენ­თან დატ­ბორ­ვამ­დეც პრობ­ლე­მა იყო სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე. გრუნ­ტის წყლე­ბის დონე მა­ღა­ლი იყო, ამი­ტომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ღრმად ვერ ვმარ­ხავ­დით. ის, რაც ახლა იქ ხდე­ბა, ნამ­დვი­ლი უბე­დუ­რე­ბაა. ეს ხომ ქვი­შის ნი­ა­და­გია, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად ირე­ცხე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ხერ­სო­ნის ოლ­ქის დატ­ბო­რი­ლი და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქა­ლაქ ოლეშ­კის მერმა, ევ­გე­ნი რი­შუკ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქა­ლა­ქის ფე­კა­ლი­ე­ბი ახლა მდი­ნა­რე დნეპრშია.

  • არის თუ არა შავი ზღვა საფრ­თხე­ში?

ამა­სო­ბა­ში, ოდე­სას­თან შავ ზღვა­ში კაშხლის მსხვრე­ვის შემ­დეგ წყლის ნა­კა­დის მიერ წა­ღე­ბუ­ლი დი­ვა­ნი, მა­ცი­ვა­რი და ფან­ჯა­რა შე­ნიშ­ნეს.

“დიახ, შავ ზღვა­საც საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. დნეპ­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი ჩაყ­რი­ლია ზღვა­ში – ნა­გა­ვი, კა­ნა­ლი­ზა­ცია და უამ­რა­ვი ნივ­თი. ეს არის უდი­დე­სი ეკო­ლო­გი­უ­რი ტრა­გე­დია ჩვენ­თვის და შე­საძ­ლოა, შავი ზღვის სა­ნა­პი­როს ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის“ – ამ­ბობს ეკო­ლო­გი ტა­ი­სია კო­ზა­კი.

უკ­რა­ი­ნის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს ადა­მი­ა­ნებს, თავი შე­ი­კა­ვონ არა­მარ­ტო ბა­ნა­ო­ბის­გან, არა­მედ წყალს არც მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, რად­გან ნაგ­ვის გარ­და, ის შე­საძ­ლოა, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­თაც იყოს სავ­სე.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Bu qidalar qan artırır
Öncəki yazı
Qida məhsullarını soyuducuda belə saxlayın