This is a specific ad

მარნეულში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

60

Another advertisement

მარნეულში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

QafqazTürk იუწყებს რომ, ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტში, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.

სოფელ შულავერის შიდა გზებისა და სოფელ დამია-გეურარხში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და სანიაღვრე სისტემა. მისი სრული რეაბილიტაციის შემდგომ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

ორივე პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მათი ღირებულება ჯამში შეადგენს 1 606 053 ლარს.

ინფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულის მოადგილეებმა, ნიკა კობახიძემ და ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Sonrakı yazı
Marneuli yerli özünüidarəetmə orqanının nümayəndələri Marneuli bələdiyyəsində daxili yolların bərpası işlərinə baxış keçiriblər – ƏTRAFLI
Öncəki yazı
ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა