• 24 Fevral 2025 22:28

QafqazTürk

Gürcüstanda və dünyada baş verən ən son hadisələri bizdən xəbər alın

ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა

ByNino Kervalishvili

Fev 6, 2025
Another advertisement

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს ოფიციალურად აცნობა, რომ USAID-ის მუშაობა აზერბაიჯანში უნდა შეწყდეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ამერიკულ მხარეს განუმარტა, რომ USAID-ის ქვეყანაში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

ცნობისთვის, USAID-ის აზერბაიჯანში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი 2024 წლის 1 ივნისს გაუუქმეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ დროა ორგანიზაციამ შეწყვიტოს მუშაობა ქვეყანაში.