Another advertisement
შეხვედრაზე მერმა ყურადღება წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ასევე პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვან დეტალებს.
სოფლის კრებები მარნეულის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 10 თებერვლიდან დაიწყება, სადაც მოსახლეობა განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.
2025 წელს მარნეულისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 1 232 000 ლარი გამოიყო.
სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ესწრებოდნენ.