This is a specific ad

ვრცელდება პატრიარქის ახალი მიმართვა

41

Another advertisement

“ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, ილია მეორემ აღსაყდრების 47 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ ეპარქიები გაიხსნა, რადგან იქ ქართველები ცხოვრობენ. პატრიარქის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გაგრძელდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებას. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ნიკო ლეკიშვილს თბილისი ემშვიდობება – პოლიტიკოსი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
Öncəki yazı
გერმანიაში, მილიონზე მეტმა მოქალაქემ პიროტექნიკის აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა