This is a specific ad

გერმანიაში, მილიონზე მეტმა მოქალაქემ პიროტექნიკის აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა

37

Another advertisement

გერმანიაში, 1 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ პიროტექნიკის აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინიციატივით ქვეყნის პოლიციელთა პროფკავშირი გამოვიდა.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პიროტექნიკას სამართალდამცავების წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. პროფკავშირი მოუწოდებს მთავრობას, გაითვალისწინოს ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკა და კერძო პირების მიერ პიროტექნიკის გამოყენება აკრძალოს. საუბარია გაყიდვის აკრძალვაზე ყველა პირისთვის, რომლისთვისაც პიროტექნიკა პროფესიული კუთხით არ არის დაკავშირებული.

Deutsche Welle წერს, რომ წელს გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენებას ახალი წლის დღეებში 5 ადამიანი ემსხვერპლა. ბერლინში, არეულობის მოწყობის გამო, 330 პირი დააკავეს. 13-მა პოლიციელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ვრცელდება პატრიარქის ახალი მიმართვა
Öncəki yazı
“აღენიშნებოდა მესამე ხარისხის დამწვრობა” – ექიმის პირველი კომენტარი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ხანძრისას დაშავებული ქალის მდგომარეობაზე