Another advertisement
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, თურქეთს სირიის სამომავლო საკვანძო ძალას უწოდებს.
„არავინ იცის, რა მოხდება სირიაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, – განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ერდოღანი „ძალიან ჭკვიანია“ და მაღალი შეფასება მისცა თურქეთის სამხედრო შესაძლებლობებს.
„ერდოღანი არის ადამიანი, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან შექმნა ძალიან ძლიერი, არმია, რომელიც ომმა ვერ გამოფიტა. ის ძალიან ჭკვიანია“, – თქვა ტრამპმა.