This is a specific ad

ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის – ირაკლი კობახიძე

22

Another advertisement

ამ ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება ეკონომიკას, პრემიერის თქმით, იყო მოკლევადიანი შოკი  ეკონომიკური თვალსაზრისით თუმცა გაორმაგებული ტემპებით აღდგება ყველაფერი.

„მოკლევადიანი შოკი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით თუმცა ამასაც ძალიან მალე გადავივლით და პირიქით, გაორმაგებული ტემპებით აღდგება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ ჰყავს სტაბილური მთავრობა, სტაბილური უმრავლესობა პარლამენტში. ამ ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის“, – განაცხადა პრემიერმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე, ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
კახა კალაძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე: რის გამო უნდა დაგვასანქცირონ, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა რომ არ მივეცით და სანქციებს არ მივუერთდით?