This is a specific ad

სამხრეთ კორეაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა – არის მსხვერპლი

39

Another advertisement

სამხრეთ კორეაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა. სტიქიის შედეგადა გამოწვეულ ავარიას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას nordictimes-ი ავრცელებს.

სეულში, თოვლის სიმაღლე 16,5 სმ იყო. წინა რეკორდი 12,4 სმ შეადგენდა, რომელიც 1972 წლის 28 ნოემბერს დაფიქსირდა.

თოვლმა ასევე მოიცვა ქვეყნის ცენტრალური, აღმოსავლეთი და სამხრეთი რაიონები, იქ თოვლის სიმაღლე 10-დან 23 სანტიმეტრამდე მერყეობს.

დიდთოვლობის გამო, დაახლოებით 220 ფრენა და 90 საბორნე რეისი გაუქმდა. ასევე, ქვეყნის ტურისტული ზონების დიდი ნაწილი დაიხურა. გზებზე გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები.

Sonrakı yazı
საქსტატი: 2024 წლის ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 11% შეადგინა, მიმდინარე წლის ათ თვეში კი ეკონომიკური ზრდა 10%-ით განისაზღვრა
Öncəki yazı
აინთო “ტიკ-ტოკ” ცნობიერება – ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტსო. არა და, რა პრიმიტიულადაა საქმე – როგორ შეიძლება წყვეტდე იმ მოლაპარაკებებს, რაც ერთი თვით ადრე, უკვე შეწყვეტილია?! – ზურაბ ქადაგიძე