ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ქვეყანა არ შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს, რომელსაც დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ აწარმოებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლასთან“ ბრძოლას მთელი ძალით, სანამ ომის მიზნებს არ მივაღწევთ. ისრაელი არ დათანხმდება არცერთ ისეთ შეთავაზებას, რომელიც მას დამოუკიდებლად ტერორიზმის დამარცხებისა და პრევენციის საშუალებას არ მისცემს, არ დაარწმუნებს, რომ ლიბანში ომმა საკუთარ მიზნებს მიაღწია, „ჰეზბოლას“ განიარაღების, მდინარე ლითანის გაღმა მისი უკუგდების და ჩრდილოეთით მცხოვრებლების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების ჩათვლით“, – დაწერა მან.
בהמשך פגישתי אתמול עם פורום מטכ”ל הדגשתי את מדיניות ישראל לגבי לבנון:
הפעילות המזהירה והעוצמתית שבוצעה ע”י צה”ל וגופי הביטחון מול החיזבאללה וחיסול נסראללה מהווים תמונת ניצחון וצריך להמשיך את הפעילות ההתקפית, כדי להוסיף ולגרוע את יכולות החיזבאללה ולממש את פירות הניצחון.
בלבנון… pic.twitter.com/ALTCOqD3IG
— ישראל כ”ץ Israel Katz (@Israel_katz) November 12, 2024