This is a specific ad

რუსთავში, სიკვდილს გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა

28

Another advertisement

რუსთაველი პარამედიკოსების მორიგ სამაგალითო მუშაობაზე და პროფესიონალიზმზე წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”. მათი ცნობით, რუსთავში, სასწრაფოს პარამედიკოსმა სიკვდილს გადაარჩინა მამაკაცი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა.

“რუსთავის მე-2 ბრიგადამ გამთენიისას გამოძახება ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში მიიღო.
ადგილზე მისულს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ხანშიშესული მამაკაცი ციანოზურ მდგომარეობაში დახვდა.

პაციენტს უჭირდა სუნთქვა. პარამედიკოს დავით ოთარაშვილის გადმოცემით პაციენტს ჩაუტარდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა.

ელექტრო კარდიოგრამის გადაღების პროცესში მოულოდნელად გულის გაჩერება განვითარდა.
ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსი და სუნთქვა აღდგა.

სამედიცინო პერსონალმა უსწრაფესად დაიწყო პაციენტის ტრანსპორტირების პროცესი. კიბეზე ჩაყვანის დროს მამაკაცის გული კვლავ გაჩერდა.  ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული  გულის არაპირდაპირი მასაჟით რითმი ისევ აღდგა.

კლინიკაში შეყვანისას მესამედ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სამედიცინო პერსონალმა კვლავაც წარმატებულად შეძლო გულის ამუშავება. მამაკაცი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით რუსთავის ერთ-ერთ სტაციონარში იქნა შეყვანილი.

გვეამაყება: პარამედიკოსი – დავით ოთარაშვილი, ექთანი თეა- წოწორია, მძღოლი- ოთარი გოგაშვილი.” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

Kateqoriya: Maraqlı, Sağlamlıq
Sonrakı yazı
Trampdan Putinə ilk sərt xəbərdarlıq
Öncəki yazı
იმერეთში, მიმდინარე წლის ბოლოს 65 უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალ სახლში იცხოვრებს