Another advertisement
ომის მიზნების მიღწევამდე ლიბანში არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და პაუზა არ იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის მხრიდან შეტევითი მოქმედებები უნდა გაგრძელდეს „ჰეზბოლას“ შესაძლებლობების შესასუსტებლად და გამარჯვების მისაღწევად.
„ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლაზე“ სრული ძალით დარტყმას, ვიდრე ომის მიზნები არ იქნება მიღწეული. ისრაელი არ დათანხმდება შეთანხმებას, რომელიც არ უზრუნველყოფს მის უფლებას, დამოუკიდებლად აღკვეთოს ტერორიზმი, უზრუნველყოს ომის მიზნების მიღწევა ლიბანში, მათ შორის „ჰეზბოლას“ განიარაღება და ჩრდილოეთის მაცხოვრებლებისთვის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობის მიცემა“, – წერს ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში.