This is a specific ad

ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან – სალომე ზურაბიშვილი

22

Another advertisement

“ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლა არის ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი და ნიშანი იმის, რომ ევროპა საქართველოს ხელიდან არ უშვებს

“მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, არის ამ ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი. ევროპა ხელიდან არ გვიშვებს. ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით, სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს. ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები თბილისში იმყოფებიან. დელეგაციას პრეზიდენტი შეხვდა. უკვე გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. თბილისში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ. დელეგაცია პრეზიდენტის შემდეგ უკვე ოპოზიციას უსმენს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა
Öncəki yazı
The Telegraph: სტარმერი და მაკრონი შეეცდებიან დაარწმუნონ ბაიდენი, რომ მან უკრაინას ნება დართოს გამოიყენოს შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე