This is a specific ad

აშკარაა, ოპოზიცია შესაბამისად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის – მიხაელ როთი

27

Another advertisement

აშკარაა, რომ ოპოზიცია შესაბამისად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიხაელ როთის თქმით, საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის.

„აშკარაა, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად არ აფასებდა შესაბამისად იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის, რომ „გლობალური ომის პარტია არსებობს“. „გლობალური ომის პარტია არსებობს“ და ეს გახლავთ რუსეთი. სრულად მესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს, განსაკუთრებით თქვენს ქვეყანაში, რადგან თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტი რუსული ოკუპაციის ქვეშ გახლავთ. ეს დიდი იმედგაცრუებაა.

ჩვენ ევროპაში გერმანელებმა, ფრანგებმა და ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008 წელს, შორს ვიყავით, როგორც მეგობრები და მოკავშირეები, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, გვესწავლა ჩვენს შეცდომებზე. ამიტომ ცოტა მოთმინებით უნდა მოგვეპყრონ ჩვენ, ზოგჯერ დრო სჭირდება იმას, რომ შემოტრიალების წერტილს მივაღწიოთ. გერმანიაში ამას ვეძახით წყალგამყოფ მომენტს. თქვენს საზოგადოებაში ეს შეშფოთებები ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. ომი გახლავთ სრული კატასტროფა და ამაზეც უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ უზარმაზარი კოალიცია „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რატომაც ვიმყოფებით აქ. ყველას მოგესალმებით, თუ შემოგვიერთდებით“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
როგორი ამინდი იქნება 15 ნოემბრამდე საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი
Öncəki yazı
“Mən Kaçinski ilə birlikdə Tbilisidə olmuşam və yenə də onun təhlükəsizliyini təmin etmək üçün buradayam”-Mihau Kaminski