Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერ კონკურსს.
კონკურსის მიზანია:
ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანაბარი გარემოს შექმნას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალებს 18 წლიდან, ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს.
კონკურსში ჩართვის მიზნით ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა. პროექტი/იდეა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
თითოეულ პროექტზე, დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, მაქსიმალური – 15000 ლარს. ბენეფიციარის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მის მიერ წარმოდგენილი პროექტით მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 20%-ს.
განცხადებები მიიღება 2024 წლის 6 ნოემბრიდან -2024 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, განაცხადი წერილობითი სახით წარადგინოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში მისამართზე: ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 24 34 54
განაცხადის შევსების ფორმა იხილეთ: ლინკზე