This is a specific ad

კამალა ჰარისი დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანია, ჩვენ ასეთი ოთხი წელი უკვე გვყავდა – დონალდ ტრამპი

28

Another advertisement

აშშ-ის რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ბოლო შეხვედრა გამართა მხარდაჭერებთან. ტრამპი მიჩიგანის შტატში სიტყვით თითქმის ორი საათის განმავლობაში გამოდიოდა და აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო მონაწილეობაა საპრეზიდენტო არჩევნებში.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმეორა თავისი არაერთი საარჩევნო დაპირება, მათ შორის ისაუბრა არალეგალურ მიგრაციაზე.

ტრამპმა ასევე ისაუბრა კამალა ჰარისზეც.

„ის დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანია და ჩვენ არ გვჭირდება ასეთი. ჩვენ ასეთი ოთხი წელი გვყავდა. თუ თქვენ ხმას მისცემთ მატყუარა კამალას, გექნებათ კიდევ ოთხი წელი უბედურების, წარუმატებლობის და კატასტროფის, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ვერასდროს გამოვა“, – თქვა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან მთელი წლის განმავლობაში 900-ზე მეტი შეხვედრა გამართა ამომრჩეველთან.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება. არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან მონაწილეობას დონალდ ტრამპი მონაწილეობს, რომელიც 2016-2020 წლებში აშშ-ის პრეზიდენტი იყო, ხოლო დემოკრატების კანდიდატი ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია.

ორივე კანდიდატმა არჩევნების დაწყებამდე უკვე ჩაატარა ბოლო შეხვედრა მხარდაჭერებთან.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან
Öncəki yazı
მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამტკიცებს რაიმე სახის გადაცდომას, წარუდგინონ თავიანთი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს – ცესკო