This is a specific ad

სსიპ ქ. მარნეულის #1საჯარო სკოლას სკოლათა ურთიერთდამეგობრების პროექტის ფარგლებში სტუმრობდა სსიპ ქ. ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლა

25

Another advertisement

პროექტის სახელწოდებაა ,, ერთად მრავალფეროვნებაში” და მიზნად ისახავს აზებაიჯანულენოვან მოსწავლეთა დამეგობრებას ქართველ მოსწავლეებთან. პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანასწორობისა ინტეგრაციის თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებებისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, განსხვავებული კულტურის მიმღებლობას, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ენობრივი კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ღონისძიების ფარგლებში მასპინძელმა სკოლამ წარმოადგინა ტრადიციული სამზარეულო შემოდგომის თემაზე. მოეწყო პრეზენტაციები და სტუმრებს გააცნეს სკოლის ისტორია, აზერბაიჯანული კულტურა და ტრადიციები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრამ მრავალფეროვან, საინტერესო და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა.

Kateqoriya: Maraqlı, Marneuli, Region
Sonrakı yazı
ზუგდიდში მოქალაქემ გიგანტური გოგრა მოიყვანა – 735-კილოგრამიანი ატლანტიკური გიგანტი საზეიმოდ გაჭრეს
Öncəki yazı
Bu gün ABŞ-da prezident seçkisi keçiriləcək